ირაკლი საყვარელ საქმეს ეძებს
Your browser doesn’t support HTML5
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს ინდივიდზე მორგებული სისტემური მიდგომა. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს ადრეული განვითარების 13 ცენტრი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, თუმცა ის მხოლოდ 0-7 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ კი ვერ ხერხდება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარება.