ინციდენტების ხუთსაათიანი განხილვა ერგნეთში - პირველად სამი თვის შემდეგ

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მესამე თვეა არ ჩატარებულა და ის ოსური მხარის პროტესტის გამო იყო ჩაშლილი.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

Your browser doesn’t support HTML5

ინციდენტების ხუთსაათიანი განხილვა ერგნეთში - პირველად სამი თვის შემდეგ

ინციდენტების პრევენციის შეხვედრა მესამე თვეა არ ჩატარებულა და ის ოსური მხარის პროტესტის გამო ჩაიშალა. 14 სექტემბრის შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. ქართული მხარის უარის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ, დეკემბერში მხარეების წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბნენ და საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით ინციდენტების პრევენციის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს.

ასევე ნახეთ ურთიერთბრალდებები ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის გამო

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ მოითხოვა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეების დეტალების განხილვა. დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტებიც განიხილეს, მათ შორის ქართულმა მხარემ გააპროტესტა სოფელ ატოცში ბორდერიზაციის განახლებულ პროცესი. როგორც ცნობილი გახდა, ოსური მხარე ატოციდიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების გაყვანას მოითხოვდა და არგუმენტად პროვოკაციების და დესტაბილიზაციის მცდელობა მოჰყავდათ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კონსტიტუციით მინიჭებულ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების უფლებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყენებენ და ოსური მხარის პრეტენზიები ამ შემთხვევაში მიუღებელია.

ასევე ნახეთ საპროტესტო აქციების შაბათ-კვირა ატოცში

ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ სთხოვეს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმით დაინტერესდნენ. მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურას სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აქვს აღძრული და მას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დევნა მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.