"სავარაუდოდ, ფოტო იყო შიდა მოხმარებისთვის" - ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური

ფეისბუკში გავრცელდა ლაგოდეხის ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომონტაჟი, რომელშიც ქალაქის მერი, ჯონდო მდივნიშვილი სავარაუდოდ, ფოტოშოპით არის ჩასმული.

რადიო ჰერეთის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ფოტო თავდაპირველად ჯონდო მდივნიშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა, ცოტა ხნის შემდეგ კი წაიშალა.

ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, იმ ქუჩიდან, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯონდო მდივნიშვილმა პირდაპირი ეთერიც ჩართო.

ლაგოდეხის მერიის პრესსამსახურის წამომადგელმა, ლიკა სამყურაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფოტო გვერდზე ნადმვილად გამოქვეყნდა. თუმცა ტექნიკური ხარვეზი იყო და მალევე წაიშალა.

"სავარაუდოდ, ფოტო იყო შიდა მოხმარებისთვის. არ იყო გამოსაქვეყნებელი. არ მინდა ამაზე მეტი ვთქვა. იყო ტექნიკური ხარვეზი." - ლიკა სამყურაშვილი.

თავად ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ფოტომონტაჟს სოციალური ქსელების მომხმარებლები ორიგინალურად გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: