ინტერნეტის გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ ბანერებზე

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილი გაქრა და მის ნაცვლად ადგილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაიკავეს. ბილბორდებზე, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი აღარ ჩანს განთავსებულია სალომე ზურაბიშვილის ახალი სლოგანი "გადამწყვეტი ბრძოლა" და მისი გვარი და სახელი.

ინტერნეტში ახალ ბანერებს მომხმარებლები იუმორით მიუდგნენ და მისი ინტერპრეტაციები შექმნეს.

მასალა განახლებადია