„ჩემი ამბიციაა ჩემს სახელს დაუკავშირდეს ერთიანობა და ცვლილებები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნიკა გვარამიამ. ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელიასთან ერთად აპირებს მონაწილეობს და აქვს მოლოდინი, რომ აიღებს სულ მცირე, ამომრჩევლის 20%-ის ხმებს.
რადიო თავისუფლებასთან ის საუბრობს გუნდზე, რომლის ფორმირებაც ჯერაც არ არის დასრულებული, პროგრამული ხედვის კონტურებზე და მოლოდინებზე, რომელიც მას აქვს ახალი პოლიტიკური გაერთიანებისგან.