ინტერვიუ ბეჟან ლორთქიფანიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ბეჟან ლორთქიფანიძე: "თუ უსამართლობაზე ხმა არ ამოვიღეთ, სხვანაირად შეუძლებელია იმედი გვქონდეს, რომ სამართლიან ქვეყანას ავაშენებთ. არ ვაღიარებ წარდგენილ დანაშაულს“. ცნობილი მეცნიერი 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში მძიმე ბრალდებების საფუძველზე რამდენიმე მოქალაქესთან ერთად 25 ივლისს დააკავეს და 10 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ბეჟან ლორთქიფანიძე სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორია.