Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი, ნინო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად უმხელს "ფორმულის" დაკვეთით ჩატარებული ბოლო გამოკვლევის ერთ მონაცემს, რომელიც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსების იდეის მიმართ.
ინტერვიუ Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტთან
Your browser doesn’t support HTML5
კომპანია "ედისონ რისერჩის" ბოლო გამოკვლევით, საქართველოში გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განთავსების იდეას. ამ ექსკლუზიური ინფორმაციის გარდა კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უზიარებს მე-5 გამოკვლევის არაერთ სხვა შედეგსა და ნიუანსს.