იმერეთში იზრდება ევროპიდან დაბრუნებულთა რაოდენობა

ქუთაისის აეროპორტი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტთა რაოდენობა.

Your browser doesn’t support HTML5

იმერეთში იზრდება ევროპიდან დაბრუნებულთა რაოდენობა

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემები

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით:

  • 2017 წელს, სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, წინა წელთან შედარებით, 35 %-ით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.
  • 2017 წელს თავშესაფარი ითხოვა სულ 10 455-მა მოქალაქემ.
  • სტატისტიკური მონაცემებით, დადებით პასუხს იღებს განმცხადებელთა დაახლოებით 2 %, დანარჩენებს კი საქართველოში ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნება მოუწევთ.

ქუთაისის აეროპორტი

2016 წლის შემდეგ იმერეთის რეგიონში სულ 279 ადამიანი დაბრუნდა, მათგან 160 მიგრანტი - საბერძნეთიდან. ბოლო რამდენიმე თვეში გერმანიიდან ნებაყოფლობით დაბრუნდა იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 90 მოქალაქე. ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, მზარდია ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან დაბრუნებულთა რიცხვი და შედარებით მცირეა ლატვიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულთა რაოდენობა.

კოხრეიძისავე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს იმ მიზეზით ვერ იღებს, რომ რამდენიმე სახელმწიფომ საქართველო უკვე აღიარა უსაფრთხო ქვეყნად. ამასთან, დეპორტაციას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრნენ სავიზო ლიბერალიზაციამდე და არ ისარგებლეს დაბრუნების სხვადასხვა პროგრამით, ან 2017 წლის 28 მარტის, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაემგზავრნენ და შენგენის ზონაში ყოფნის ვადა დაარღვიეს. დეპორტირებული მოქალაქეები შესაძლოა დაჯარიმდნენ და ხუთი წლის ვადით შეეზღუდოთ შენგენის ზონის ქვეყნებში დაბრუნება. რადიო თავისუფლებას ქუთაისელმა რესპონდენტმა უამბო, რომ მისმა ახლო ნათესავებმა რამდენიმე თვის წინ ისარგებლეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით და ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ თავშესაფარი მოითხოვეს. რესპონდენტის ინფორმაციით, მისი ნათესავი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, საქართველოში დასაქმებულები იყვნენ, თუმცა შემოსავალს ოჯახის სარჩენად არასაკმარისად მიიჩნევდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს ევროპაში გამგზავრება.

რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ქუთაისელების ნაწილი უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს არაინფორმირებულობას, მათ შორის მოსალოდნელი სანქციების შესახებ.

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციით კმაყოფილები არიან ის რესპონდენტები, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურეს.

ქუთაისი

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, წინა წელთან შედარებით, 35 %-ით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. 2017 წელს თავშესაფარი ითხოვა სულ 10 455-მა მოქალაქემ. სტატისტიკური მონაცემებით, დადებით პასუხს იღებს განმცხადებელთა დაახლოებით 2 %, დანარჩენებს კი საქართველოში ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნება მოუწევთ.