20 ივნისის ღამეს დაკავებული 7 მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Your browser doesn’t support HTML5

20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს, რაც 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა. საქმის პროკურორებმა სასამართლოს ტერიტორია დაცვის დახმარებით, პროტესტის ფონზე დატოვეს.