ივლიტა კახიანი - ლოცვა შვილის მკვლელისთვის

Your browser doesn’t support HTML5

“მისმა  დედამაც ხომ ჩემსავით იწვალა, გაზარდა, ღამეები უთია...“ -  ივლიტა კახიანი აფხაზეთში დახვრეტილი ვაჟის მკვლელისთვის ლოცულობს. ივლიტას შვილი, გოჩა თათრიშვილი, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

84 წლის ივლიტა კახიანი კასპში ცხოვრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ახლა თითქმის სულ სახლშია და განიცდის, რომ ეკლესიაშიც ვეღარ დადის. რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, როგორ გაიგო შვილის მკვლელის ვინაობა, რატომ გადაწყვიტა მისთვის ელოცა და “ვეფხვისა და მოყმის" ბალადასაც იხსენებს.

ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, გოჩა თათრიშვილი აფხაზეთიდან 24 წლის შემდეგ ჩამოასვენეს და 2017 წლის 17 ოქტომბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მასთან ერთად გადმოსვენებულთა შორის იყვნენ: უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრები.

ივლიტა კახიანს კასპში ყველა იცნობს, როგორც დამსახურებულ პედაგოგს, რომელიც სკოლაში ქართულ ენას 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა.