"წინ მინიმუმ სამი თვე გვაქვს, როცა ყურადღებით, ფრთხილად უნდა ვიყოთ"

რა ვიცით გრიპის ვირუსზე? რა ვიცით სწორად და არასწორად? რა ამცირებს რისკებს? ივანე ჩხაიძე, პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი თვლის, რომ ადეკვატური ცოდნის ნაკლებობა არის არა მხოლოდ ზოგადად მოსახლეობაში, არამედ სამედიცინო წრეშიც. ის "დილის საუბრებში" განმარტავს ყველა იმ საკითხს, რაც მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსის გავრცელების ფონზე გახდა აქტუალური და რომელზეც არც თუ იშვიათად არაკვალიფიციური ინფორმაცია ვრცელდება. ივანე ჩხაიძე ლაპარაკობს გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებს შორის განსხვავებას და აღნიშნავს, რომ A ტიპის გრიპის ვირუსი არის "ძალიან აგრესიული, პოტენციურად მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში თავისი გართულებების მიხედვით" დაავადება. "დილის საუბრების" სტუმარი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ექიმისთვის დროულად მიმართვას და საჭიროების შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობის დროულად დაწყებას. ივანე ჩხაიძის თქმით, ანტივირუსული მკურნალობა ყველაზე ეფექტიანია ავად გახდომიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ექიმი არასწორ გზავნილად თვლის - "ნუ გეშინიათ, რომ გრიპი გაქვთ!", რადგან შიში მისთვის მეტ სიფხიზლესა და ადეკვატურ მოქმედებას ნიშნავს. "დილის საუბრებში" მოისმენთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც.

Your browser doesn’t support HTML5

ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსზე