სამშაბათს, ორ იანვარს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაფრენის შემდეგ მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
როიტერსი „იაპონიის ავიახაზებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრიდან ყველას ევაკუაცია განხორციელდა.
CNN-ის ცნობით, კომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავი შეეჯახა იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს, თუმცა ეს ცნობები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.