თერიკა ქართულ ჰიპ-ჰოპზე, სოციალურ ტექსტებსა და სისტემის მოტრფიალე რეპერებზე
Your browser doesn’t support HTML5
ირაკლი თერიკა ქოჩიაშვილი ერთ-ერთი იშვიათი ქართველ რეპერთაგანია,
რომელიც ხშირად ეხება სოციალურ თემატიკას. რამდენიმე დღის წინ „იუტუბზე“
მისი ახალი ტრეკი, „სამშობლო“, გამოჩნდა. თერიკა ნიკო ნერგაძესთან ერთად
ჩამოჯდა ერთ-ერთი იტალიური ეზოს კიბეზე, რათა თანამედროვე ქართული
ჰიპ-ჰოპი, ახალგაზრდა რეპერები, სოციალური თემატიკა და Young Mic-ის ახალი
კლიპი განეხილათ.