პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა კონტიტუციური ცვლილებები, მათ შორის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. გაუქმდა მუხლი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.
დღეს პარლამენტში მსჯელობენ კანონპროექტზე "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებაზე. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და უშუალოდ მთავრობის მეთაურს დაექვემდებარება.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებად სახელდებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. მუდმივმოქმედ წევრთა შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რაც ექსპერტთა კრიტიკის საგნად იქცა.
ოთხშაბათს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ განხილვას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, მათ შორის იყო თეონა აქუბარდია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე. "დილის საუბრებში" ის ლაპარაკობს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებისთვის გამართული, ფუნქციური და ეფექტიანი სტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე.
მოქმედი კონსტიტუციით, "საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი".
ვითარებაში, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მიმდინარეობს ბორდერიზაცია, მცოცავი ანექსია, ჰიბრიდული ომი - თუკი ამ სახით არის ომი და "საომარი მდგომარეობა არ ცხადდება, სად არის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში?", - კითხულობს თეონა აქუბარდია და საომარი მდგომარეობის შემთხვევაშიც კი საკანონმდებლო დონეზე უწყებებს შორის კომუნიკაციის გაუმართაობაზეც მსჯელობს.
მეტიც, ექსპერტი ხაზს უსვამს ახალ გამოწვევებს და ამ ვითარებაში საფრთხეების წინააღმდეგ ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფის ამოცანაზე, რაც ამ ეტაპზე არც იხილება:
Your browser doesn’t support HTML5