თენგიზ კალანდია: ჩემს შვილს არ მოუკლავს დავით სარალიძე
Your browser doesn’t support HTML5
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულის, დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ამბობს, რომ მისი შვილი მკვლელობის კუთხით აბსოლუტურად უდანაშაულოა და ამ სიმართლეს ისინი აუცილებლად დაამტკიცებენ. თენგიზ კალანდია აცხადებს ასევე, რომ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე წინასწარი გარიგების შესაბამისად მოქმედებს და მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან პროკურატურის მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მისი შვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა.