23 მაისს გაიმართება სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, 700-ზე მეტი მტკიცებულება იქნა წარდგენილი. მათ შორის მნიშვნელოვანია მტკიცებულებები, რუსეთის მიერ კასეტური იარაღის, ე.წ. ისკანდერის გამოყენების შესახებ, რასაც წლებია რუსეთი უარყოფს. სასამართლო განხილვამდე ორი დღით ადრე, თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში საქართველოს წარმატებით დასრულდება.