თბილისში მხუთავ აირს 7 ადამიანი ემსხვერპლა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მხუთავი აირით 7 მამაკაცი გარდაიცვალა. გაზმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა. გარდაცვლილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მშენებლობაზე მუშაობდნენ. სიცოცხლისთვის საშიში გამათბობელი „ყაზტრანსგაზ - თბილისმა“ ბინის მეპატრონეს 2018 წელს ჩაუჭრა, თუმცა მან ხელახლა, კუსტარულად დაამონტაჟა და ბინა გააქირავა. ამის მერე „ყაზტრანსგაზ - თბილისს“ ბინა აღარ გადაუმოწმებია. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.