თბილისმა უძლიერეს მამაკაცთა ტურნირს უმასპინძლა
Your browser doesn’t support HTML5
5 ოქტომბერს თბილისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი „სტრონგმენები“.
ტურნირი მიეძღვნა საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დოინჯაშვილის ხსოვნას.
აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ჭაბუკა ჭიღლაძე, რომელიც პროფესიონალებში ახლა იწყებს საერთაშორისო კარიერას. შეჯიბრებაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ლიდერს კონსტანტინე ჯანაშიას.
გიორგი დოინჯაშვილი 2019 წლის 23 ივლისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. უძლიერეს მამაკაცთა ტურნირებზე მან არაერთ წარმატებას მიაღწია. იყო არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალის ჩემპიონი და ევროპის „სტრონგმენის“ ტიტულის მფლობელი.