გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შედეგებს აჯამებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა.
გვანცა ჯობავას თქმით, ფესტივალის, იმავე „წიგნის ბაზრობის“, მიზანი 1997 წლიდან უცვლელი რჩება - საქართველოში წიგნის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. წლევანდელი ბაზრობა მართალია უპრეცედენტო ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, თუმცა პრობლემა ნათელია - პოპულარულმა გამომცემლობებმაც კი ძველი წიგნები გამოიტანეს, ახალი წიგნის გამოცემის საშუალება მათ არა აქვთ.
გვანცა ჯობავა გვახსენებს, რომ წლევანდელი ბაზრობის ფოკუს-სტატუსით ფინეთი იყო წარმოდგენილი. აგრეთვე გვიამბობს დისკუსიებზე, რომლებიც გაიმართა „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში, იქ, სადაც, ტრადიციულად, ეწყობა წიგნის ბაზრობა.