რადიო თავისუფლების სტუმრები არიან ნუკა ღამბაშიძე და შოთა იათაშვილი, თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორები.
მათი თქმით, წლევანდელ ფესტივალზე მწერალთა სახლი დაახლოებით 20 სტუმარს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის პოეტები ჭარბობენ, შესაბამისად, წლევანდელ ფესტივალზე პერფორმანსების ნაკლებობას არ უნდა ველოდოთ. გარდა ამისა წლევანდელი ფესტივალის ღონისძიებები ერთი თემითაც გაერთიანდებიან - „გაორების მოტივით“, გავიგებთ, რამდენად წინააღმდეგობრივია ფესტივალის სტუმრების შემოქმედება.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 17 მაისს გაიხსნება და ხუთ დღეს გაგრძელება.