ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით. „ჟანრი“ გთავაზობთ გადაცემას თანამედროვე ლიტერატურის ჩამოყალიბებაზე. ლიტერატურა, რომელიც „თანამედროვეს“ სახელითაა ცნობილი, იბადება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში და მის დაბადებაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს განმანათლებლობას. აქ შეგვეძლო დაგვესახელებინა უამრავი სახელი გალილეო გალილეით დაწყებული და სპინოზათი დამთავრებული, მაგრამ მთავარი ფიგურა, ვინც განსაზღვრა განმანათლებლობა, რა თქმა უნდა, გახლავთ იმანუელ კანტი. სწორედ ამ ადამიანმა, რომელმაც ანდერძად დაგვიტოვა sapere aude, გაბედე აზროვნება, გაბედე საკუთარი გონების საჯაროდ გამოყენება, განსაზღვრა ისეთი მწერლების დაბადება, როგორიც იყო, მაგალითად, სტენდალი და სხვები. სწორედ ამაზეა საუბარი გადაცემაში.