"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მიმართავს საქართველოს პარლამენტს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. ორიოდე დღის წინ თემირლანის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინდივიდუალურად, წერილობით მიმართა პარლამენტის თითოეულ დეპუტატს: "გთხოვთ, წერილობით მაცნობოთ თქვენი პოზიცია - მხარს უჭერთ, თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ჩემი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია". საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ პანკისის სხვა მცხოვრებლებიც, რომლებმაც ელექტრონული პეტიცია გაავრცელეს. კანონმდებლების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 8 თებერვალს "დილის საუბრებში" EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ განმარტა ორგანიზაციის პოზიცია - რატომ არის მნიშვნელოვანი საგამოძიებო კომისიის შექმნა და აღწერს სახელმწიფოს პოლიტიკას პანკისის ხეობის მიმართ. თამთა მიქელაძის თქმით, მაჩალიკაშვილების ოჯახს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, "რაც ირიბად თუ პირდაპირ ჩადენილი დანაშაულის არაღიარებაა პროკურატურის მხრიდან". ამიტომ თვლის, რომ მნიშვნელოვანია საკითხის პოლიტიკურ - საპარლამენტო ველში გადატანა.
Your browser doesn’t support HTML5