"საზოგადოებამ უნდა უკარნახოს ხელისუფლებას, რომ სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო"

31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა კახიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი/ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის რეგულაციას. თამთა კახიძემ განმარტა, რომ ცვლილებების მიზანია საბჭოს არ დარჩეს კონკრეტულ შემთხვევებში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. თამთა კახიძე ჩამოთვლის რამდენიმე საჭიროებას: საბჭოს ადმინისტრაციული და კონსტიტუციური ფუნქციების გამიჯვნა, საბჭოს სხდომების დახურვის წესის რეგულაცია და მოსამართლეებთან გასაუბრებების ღია რეჟიმში ჩატარება, საბჭოსთვის გადაწყვეტილებების დასაბუთების დავალდებულება და ა.შ.. თამთა კახიძე მნიშვნელოვნად თვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რადგან ეს იქნებოდა ტონის მიმცემი მთლიანად სასამართლო სისტემისთვის. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს აგრეთვე პოლიტიკურ ნებაზე, რომელზე ეფექტიანი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია საზოგადოებას. საზოგადოების განწყობა სასამართლო სისტემის მიმართ კი ვლინდება ყველა გამოკვლევაში და ეს ინსტიტუტი ნდობის ხარისხით ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პოზიციაზეა ხოლმე.

Your browser doesn’t support HTML5

თამთა კახიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე