"ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს "ჰიბრიდული ომის" საპირწონე აქტიური სტრატეგიული კომუნიკაცია"

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა რუსეთის "ჰიბრიდულ ომსა" და იმ გზავნილებზე, რასაც რუსული ძალები ავრცელებენ საქართველოში. ამასთან, თამარ კინწურაშვილის აზრით, რუსეთის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიმართ რეგულაციების/აკრძალვების დაწესება ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, რომ ქვეყანაში სხვა დემოკრატიული პროცესები არ დაზიანდეს. "დილის საუბრების" სტუმარი გამოყოფს ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროებს რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლაში და თვლის, რომ აქ კოორდინირებული პოლიტიკის დასახვა და გატარებაა საჭირო. მეტიც, თამარ კინწურაშვილის თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა ასაზრდოებს კიდევ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდას.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ კინწურაშვილი "ჰიბრიდულ ომზე"