თამაზ ახობაძემ შესაძლოა ბრძოლა გააგრძელოს
Your browser doesn’t support HTML5
თამაზ ახობაძემ, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მარტის დასაწყისში აღადგინეს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დატოვა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ თამაზ ახობაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან დავის პირველივე დღიდან მისი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა იმისთვის, რომ მომავალში საჯარო სამსახურებში ვერავინ შელახოს თანამშრომლის, საჯარო მოხელის ღირსება. თამაზ ახობაძე შეგვახსენებს, რომ მან 2014 წელს დაიწყო ეს დავა, როცა დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს და სამინისტროს ორჯერ სამივე ინსტანციაში მოუგო.