თამაზ ახობაძე შიმშილობს
Your browser doesn’t support HTML5
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ სამინისტროს წინ შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ განაცდურის აღდგენაზეა თანახმა. თამაზ ახობაძეს იუსტიციის სამინისტროს წინაშე სამივე სასამართლო ინსტანციის დავა მოგებული აქვს. მისი თქმით, თითქმის მზადაა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენადაც.