"თალიბი მებრძოლები კარდაკარ დადიან და ხალხს ქუჩაში ხოცავენ"
Your browser doesn’t support HTML5
მას შემდეგ, რაც თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქზე, ქაბულზე კონტროლი დაამყარეს, ბევრი ავღანელი მიიმალა. რადიო თავისუფლების ავღანური ბიუროს ერთმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც, მისი უსაფრთხოების მიზეზით არ ვასახელებთ, თქვა, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, თალიბი მებრძოლები კარდაკარ დადიან და ხალხს ქუჩაში ხოცავენ.