სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იუწყება, რომ პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ორიოდე საათის წინ პოლიციამ მანქანით ძალის გამოყენებით წაიყვანა, „თავს ნორმალურად გრძნობს“.
„ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს“, - დაწერა იოსელიანმა ალეკო ელისაშვილზე.
ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის ყოფილი თანაპარტიელი და ბავშვობის მეგობარია.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანა.
ასევე ნახეთ პოლიციამ ალეკო ელისაშვილი აქციიდან ავტომანქანით გაიყვანა
ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სვამენ ძალის გამოყენებით პოლიტიკოსს მანქანაში, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
მანამდე რამდენიმე წუთით ადრე, ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა და პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდა.
ასევე ნახეთ აქციაზე დევნის ქრონიკა