ზღვის უბანში მიწა ჩამოიშალა

ზღვის უბანში, მშენებლობის სიახლოვეს, მიწა ჩამოიშალა.

ზღვის უბნის 23-ე კორპუსში მცხოვრებ 36 ოჯახს დროებით სასტუმროში გადაიყვანენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.

მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე.

მშენებლობას ამხანაგობა "ჰაუზ სთრონგი" ახორციელებს.

მოსახლეობის თქმით, სწორედ ამ მშენებლობის გამო დაიძრა მიწა, რადგან არსებულ კორპუსებს საყრდენი გამოაცალეს.

ადგილზე დედაქალაქის მერიის, ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები და ასევე გეოლოგები იმყოფებიან.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებლად ზღვის უბნის 23-ე კორპუსი და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის უკან დაბრუნება.

კორპუსთან მისასვლელი კიბეც ცუდ მდგომარეობაშია და უსაფრთხოდ არ გამოიყურება.