ზურაბ ჯაფარიძე: „პრივილეგირებული ხალხის შვილები სავალდებულო სამსახურში არ მიდიან“

Your browser doesn’t support HTML5

არის თუ არა სესიაშვილის კანონპროექტის გადადება „გირჩის“ გამარჯვება? რატომ არის „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგი და ალტერნატივის სახით რას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას? რას წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც დააარსა „გირჩმა“ და რომელსაც საქართველოს საპატრიარქო დღევანდელ განცხადებაში „ფსევდორელიგიურ იურიდიულ პირად“ მოიხსენიებს? ამ კითხვებზე პასუხობს გადაცემაში ზურაბ ჯაფარიძე. გარდა ამისა ის გვიამბობს „შავ სიაზე“, რომელიც „გირჩმა“ ამ დღეებში გამოაქვეყნა - სიაზე პარლამენტარებისა, რომელთა შვილებს უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.