3 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი. მან ისაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებზე, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის სარჩელზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება სასამართლოს.
„სინამდვილეში აქ ერთი სარჩელი კი არ არის, აქ არის ბევრი სარჩელი, დაწყებული თითოეულ უბანზე გამოვლენილი დარღვევებით. მთავარი, რასაც ჩვენ ვაპირებთ, არის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები, ჩვენი შეფასებით არანაირად არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. განსაკუთრებით მეორე ტურზე გვაქვს აქცენტი“-აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა. მან განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვის ყველა იურიდიულ ინსტრუმენტს გამოიყენებს, სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით.
Your browser doesn’t support HTML5