"ადამიანები სწორად ვერ აღიქვამენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას"

6 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ურანტის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა მარიხუანის მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მის ინტერპრეტაციასა და რეაქციაზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის უარყოფით შეფასებებს მოჰყვა სასულიერო პირებისა და სხვათა პროტესტი თავას საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის არსებობის მიმართ. 5 აგვისტოს კი კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაუთმო და გადაწყვეტილებას "დიდი შეცდომა" და ერის "მტრობა" უწოდა. საკითხე მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა კატეგორიით. ზურაბ სიხარულიძე კი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფლებისკენ. რატომ ფიქრობს ასე და რას ხედავს დღევანდელ ნარკო-სცენაზე უმწვავეს პრობლემად, - მოისმინეთ ჩანაწერში:

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ სიხარულიძე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე