ზურა ჯაფარიძე: ან მაშინებენ, ან დაჭერას მიპირებენ

Your browser doesn’t support HTML5

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე 20 მაისს სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების ან ხელში ჩაგდების მუხლით იწარმოება. პარალელურად პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ფულს ურიგებდა რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს.

ზურა ფიქრობს, რომ გამოძიებების მიზანი მისი დაჭერა შეიძლება იყოს - ის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რეპრესიული იარაღების გაძლიერებას ელოდება და თვლის, რომ მოქმედი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ერთადერთი გზა დიდი ოპოზიციური ერთობაა, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გააერთიანებს გარდა “ქართული ოცნებისა”.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ზურა ჯაფარიძე ჰყვება სასამართლოში გამოკითხვაზე, განიხილავს ოპოზიციური ერთობის სიკეთეებსა და რისკებს და ცდილობს ახსნას, რამდენად მნიშვნელოვან გზაგასაყარზე იმყოფება დღეს საქართველო.