ლტოლვილებისთვის ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს, უნდა გქონდეს ემპათიის უნარი, ყველა ადამიანის უკან ცალკე ისტორიაა - ზურაბ ბაკურაძე ჰანოვერში ლტოლვილთა ბანაკს მართავს, სოციალური მუშაკია, უყვარს ეს საქმე, მით უმეტეს როცა შედეგს ხედავო - ამბობს. დიდი ხანია, მუშაობს ბოშა მოზარდებთან, მისი ნაშრომის თემა იყო დამნაშავეობის პრევენცია მოზარდებში, ძალადობის პრევენცია, ნარკომანია.