ზუგდიდის თეატრი დაანგრიეს

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის 70 წლის შენობა დაანგრიეს. გადაწყვეტილება თეატრის ადმინისტრაციამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიიღო. თეატრის დირექტორის თქმით, დემონტაჟის დროს გაირკვა, რომ ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა. შენობისგან გადარჩა მხოლოდ ორი მოჩუქურთმებული ქვა, რომელზეც ნამგალი და უროა ამოტვიფრული. ქვებს მუზეუმში გადაიტანენ. თეატრის დირექტორის თქმით, რამდენიმე დღეში დაიწყება ახალი თეატრის მშენებლობა. მისთვის „ქართუ“ ბანკმა 12 მილიონი ლარი გამოყო. მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე კი - 130 ადამიანზე. თეატრის დასი დროებით ქალაქის კულტურის სახლში აგრძელებს მუშაობას.