ზორიან შკირიაკი: დღეს კიევი არის მთელი ცივილიზებული სამყაროს დაცვის ფორპოსტი

Your browser doesn’t support HTML5

ფორპოსტი უკრაინის დედაქალაქ კიევს ტერიტორიული თავდაცვის რიგებში გაერთიანებული უკრაინის ხელისუფლების არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი იცავს. მათ შორის ერთ-ერთია 2014-2021 წლებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ზორიან შკირიაკი, რომელმაც 7 მარტს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა კიევ-გოსტომელის გზაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული ავტოგასამართი სადგურის ამსახველი კადრები.

როგორ ცხოვრობს უკრაინის ფრონტისპირა დედაქალაქი?
რამდენად გააერთიანა რუსეთის ინტერვენციამ დაქსაქსული პოლიტიკური ძალები?
და რას ფიქრობენ უკრაინაში დევნილი პრეზიდენტის 8 მარტის მიმართვაზე, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ „ნებისმიერ ფასად“ შეაჩეროს სისხლისღვრა და მიაღწიოს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას?

ჩვენს შეკითხვებს კიევში მდებარე ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ბაზიდან ზორიან შკირიაკი უპასუხებს.