„შენ რა თქვი ქოცებზეო? და ყვირილი დაიწყო“ - ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან სასტუმრო „შერატონში“ დაბრუნებულ მის კოლეგას, ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წევრები - დიტო სამხარაძე და სხვები დაესხნენ თავს - აგინეს, გაუტეხეს სათვალე, ესროლეს კერამიკის საყვავილე. ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ იყო ის და რისთვის იმყოფებოდა ბათუმში.

ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ მალევე იმავე ადგილას, ისინი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ამ ვიდეო ინტერვიუში ზვიად ქორიძე დეტალურად იხსენებს მომხდარს, აღადგენს სრულ სურათს, თუ რა მოხდა შერატონში და როგორ გაგრძელდა შემდგომ მისი შვიდსაათიანი გამოკითხვა. ჟურნალისტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მოითხოვს დაზარალებულად ცნობას, სასტუმროს ვიდეოკამერებით გადაღებული სრული მასალის ამოღებას და თავდამსხმელების დასჯას.

ამავე ინტერვიუში ვლაპარაკობთ, როგორი შეიძლება იყოს დიქტატურის რეაქცია, რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები და რატომ არის მზია ამაღლობელის საპატიმროში გაშვება მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი ყველა ადამიანი დაისჯება.