ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება - რას ამბობენ პოლიტიკოსები და რას ფიქრობს ოჯახი
Your browser doesn’t support HTML5
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია კი ამბობს, რომ 25 წლის მანძილზე მისი მამის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.