ზაზა სარალიძე პოლიციელების სათანადოდ დასჯას ითხოვს
Your browser doesn’t support HTML5
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გენერალურ ინსპექციას მიმართა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ პოლიციის სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე. საქმე ეხება 11 ივნისის ინციდენტს, რომელიც მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში, სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს. გენერალურ ინსპექციას ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.