ზაზა სარალიძე ოჯახის უსაფრთხოებაზე ღელავს
Your browser doesn’t support HTML5
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ფეისბუქით მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. გამოკითხვას ესწრებოდა ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.