ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს გეგმავს
Your browser doesn’t support HTML5
ზაზა გახელაძის ცხინვალის ციხეში პატიმრობის 290-ე დღეს მისი ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებით გახელაძის ოჯახი უკმაყოფილოა. ისინი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.