ვისაც რა შეეძლო - მოხალისეები ივნისის ამბებს იხსენებენ
Your browser doesn’t support HTML5
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაზარალდა ათასზე მეტი ადამიანი, ზოოპარკში ცხოველები დაიხოცა... ამავე დროს ეს თარიღი ბევრისთვის ახალგაზრდების გაერთიანების და სპონტანური სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითად იქცა. სტიქიის შედეგების დასაძლევად უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში - ზოგი დაზარალებულ ოჯახებში საკვებს ეზიდებოდა, ზოგი მდინარე ვერეს ხეობას წმენდაა, ვისაც ფიზიკური შრომა არ შეეძლო - სხვა მოხალისეებს ეხმარებოდა.