ვის სჭირდება რელიგიის სახელმწიფო სააგენტო

Your browser doesn’t support HTML5

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მის მიერ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები საქართველომ არ შეასრულა. კომისია მაშინ აღნიშნავდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არა აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმიცრესობათა უფლებების დასაცავად. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვუბრუნდებით ევროსაბჭოს კომისიის რეკომენდაციებს და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელ მაკო ღავთაძესთან ერთად ვსაუბრობთ რელიგიის სააგენტოს საქმიანობაზე. გიორგი გვახარიას სტუმარი ამბობს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ დღემდე ვერ ითანამშრომლა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან. გარდა ამისა, მაშინ როდესაც რელიგიათა საბჭო ვენეციის კომისიასთან ერთად საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მიუთითებდა მათ შეუთავსებლობაზე ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან, სახელმწიფო სააგენტო არ იყო ცვლილებების წინააღმდეგი და არ უჭერდა მხარს რელიგიურ უმცირესობებს. გადაცემის წამყვანი შეგვახსენებს, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ შარშან აღნიშნა, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო შესაძლებელია უახლოეს ხანში საერთოდ გაუქმდეს, თუმცა სააგენტო დღემდე არსებობს, მთავრობა კი ევროპული კომისიისგან იღებს კრიტიკულ შენიშვნებს.