ვირუსის გამო გადადებული ღონისძიებები და კარანტინი ქვეყანაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 მარტს

რეკომენდაციები და კარანტინი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორიაში ბოლოს 23 ნიმუში გადააგზავნეს და ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევები არ არის, ქვეყანაში მაინც რეკომენდაციების ჩამონათვალი ფართოვდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ამ გზითაც ვრცელდება კორონავირუსი, პრევენციისთვის საჭირო კიდევ ერთი რეკომენდაციის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერის, გიორგი გახარიას, გადაწყვეტილებით კი, ვირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდა.

პარალელურად გრძელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. გუშინ ის ზუგდიდისა და ბათუმის ავტობუსებში ჩატარდა. ირკვევა, რომ გაიზარდა მოთხოვნა კერძო სადეზინფექციო მომსახურებაზეც. მათ ძირითადად კერძო კომპანიები მიმართავენ.

ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრეზიდენტი პარლამენტში მიდის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მეორედ გამოვა. მას სავარაუდოდ ოპოზიცია შორიდან მიადევნებს თვალს, რადგან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი თავისი მოხსენებით არ შეუქმნის პრობლემას.

კარანტინი ჩაკეტილ ცხინვალის რეგიონში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო საქართველოსა და კიდევ 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

შეზღუდვები არ ეხება რუსეთის მოქალაქეებს. 27 თებერვალს, კორონავირუსის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ, საქართველოსთან „საზღვარი“ განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე ჩაკეტა.

წაიკითხე მეტი

სად იმალებიან მიკრობები - ყველაზე “ჭუჭყიანი” ნივთები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ

იცით თუ არა, რომ თქვენი ტელეფონი ერთ-ერთია იმ ნივთებს შორის, რომელიც შესაძლოა ბევრ მიკრობს ინახავდეს? ვირუსისგან თავის დასაცავად ხელების ხშირად დაბანა აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი.

გარდა იმისა, რომ უნდა იცოდეთ, როგორ დაიბანოთ ხელები, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ნივთებზე, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ, იმაზე მეტი მიკრობია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ნივთებთან შეხებით დაბანილი ხელები ისევ დასაბანი ხდება.

რომელი ნივთები მალავს მიკრობებს და როგორ უნდა შევინარჩუნოთ სუფთა ხელები - წაიკითხე თათია დვალის სტატიაში.

16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა ამერიკელ მომღერალ ემინემის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, რომელიც გამოცემა Southpawer-მა საკუთარ ფავორიტად დაასახელა. გამოცემა წერს, რომ ზუგდიდელი გოგოს ვიდეო ინსტაგრამგვერდზე 100 ათასამდე ადამიანმა ნახა.