ვინ წარმოადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე

Your browser doesn’t support HTML5

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალზე ქართულ პავილიონს პროექტი REARMIRRORVIEW Simulation is simulation, is simulation, is simulation…” წარმოადგენს. პროექტზე იმუშავეს მხატვარმა ანა ეძგვერაძემ (ანა კ.ე.) და კურატორმა მარგო ნორტონმა. გამარჯვებული პროექტი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ 10 ნამუშევრიდან შეარჩია. 2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. თანხა გამარჯვებული პროექტისთვის შეადგენს 160 000 ლარს.