ზუსტად 50 წლის წინათ ჩეხოსლოვაკიაში განვითარდა პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც ისტორიაში „პრაღის გაზაფხულის“ სახელით შევიდა. ქვეყანაში მიმდინარე ლიბერალურ და დემოკრატიისკენ მიმართულ პროცესებს საბჭოთა ხელისუფლებამ ტანკებით უპასუხა. საბჭოთა ტანკებს და უცხო ძალის ქვეყანაში შეჭრას ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტითა და წინააღმდეგობით შეხვდა. 1968 წლის პრაღასა და რუსულ პოლიტიკაზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ლაპარაკობს გიორგი გვახარიას სტუმარი, მეცნიერი და მთარგმნელი, სულხან მუხიგულაშვილი.