ვინ დაკეტა მონასტერი

Your browser doesn’t support HTML5

მეორე დღეა ჯვრის მონასტერი დაკეტილია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტრის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი დაკეტილია, მონასტრის ტერიტორიაზე კვლავაც მიდიან ტურისტები და ისინი ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ.