ამ ვიდეოში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აღადგენენ სურათს, რა მოხდა 3 მაისს გმირთა მოედანზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ.
ამავე ვიდეოში გიყვებით ვისი იდენტიფიცირება შეძლო რადიო თავისუფლებამ თავდასხმის ამსახველ კადრებში. მათი ნაწილი ოჯახის წევრების შუამავლობით გვიდასტურებს, რომ იქ იყო, თუმცა "არ უძალადია".