სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტში, სადაც კრემლს თავისი ინტერესები აქვს, რუსეთის რეგულარული არმიის გარდა მონაწილეობენ დაქირავებული მებრძოლებიც. მათ არსებობაზე მოსკოვი თვალს ხუჭავს. თუმცა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ფაქტები უტყუარია.