ზვიად კუპრავას დაკავება
Your browser doesn’t support HTML5
11 ივნისს, დილით სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე დააკავეს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი. აქციის ორგანიზატორებმა გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები გადაიტანეს საავტომობილო გზაზე. სამართალდამცავებმა ორგანიზატორებს აქციის მონაწილეთა სიმცირის გამო მოსთხოვეს საავტომობილო გზიდან კარვების აღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გამთენიისას პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. სამართალდამცავთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.